საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ. აშშ-ს კუთვნილი ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) ქალაქ ბათუმის ნავსადგურში 17 მარტს შემოვიდა.
ჩვენ დღეს დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რა თქმა უნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენ ქვეყანაში როგორც სასრიალოდ, ისე სხვა მიმართულებით, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი „მედიქლაბ ჯორჯიაში“ იმყოფებოდა, სადაც გუდაურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული შვედეთის მოქალაქე მოინახულა
საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დღეს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გუდაურში საბაგიროს ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და მასში კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტებიც ჩაერთვებიან, რადგან უკვე მოხდა დაკავშირება კომპანია „დოპელმაიერთან“, რომელიც აღნიშნული საბაგიროს მწარმოებელია.
სოციალურ ქსელში გუდაურის სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიული გაჩერებისა და მოძრავი შემადგენლობების უკუსვლით მოძრაობის ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ხტებიან ადამიანები საბაგიროდან.
გუდაურში დაშავებული ერთი უკრაინელი ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანეს. დაშავებულს მოტეხილობები და თავის ტრავმა აღენიშნება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2"-ს განუცხადა, ამ წუთებში დაშავებულების დასახმარებლად მაქსიმალური მობილიზაციაა გამოცხადებული.
„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა“, აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაეწიათ, რის შემდეგაც ისინი ადგილობრივ ამბულატორიაში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.