ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თარიღების დასახელება „მძიმე მცდელობებისა და მოლაპარაკების პროცესში ჩემი მხრიდანაც არცთუ კარგი იდეაა".
ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ წილკანში გააკეთა.
თბილისის მერი კახა კალაძე ავტობუსებს მიერ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა.
დღეს „რუსთავი 2"-ის შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, ასე აფასებს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიასთან რამდენიმე საათის წინ აქციაზე მომხდარ ინციდენტს.
„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებების გამო, თუმცა, ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ მათ, ვინც დღეს აქ იყვნენ - ეს ადმიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად", განაცხადა „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარსა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას P.S.-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა.
საყდრისის დაცვის ფონდის წევრებსა და კომპანია RMG Gold-ის ხელმძღვანელობას შორის, საყდრისის ტერიტორიაზე, დაპირისპირება მოხდა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 90 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. ცეცხლი ხის კოტეჯს გამთენიისას გაუჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.