უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ბედნიერებას და დიდ წარმატებას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არ აპირებენ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეს საკანალიზაციო ჭების პრობლემის მოგვარება დაავალა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო, ასევე დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება 500 ობიექტს მიეცა, მათგან უკვე დაჯარიმდა 272 სამშენებლო ობიექტი, შეჩერების დადგენილება კი ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპატრიარქო ავრცელებს.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპასუხო წერილს უგზავნის.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიმდინარე წლის მაისიდან პატრულ-ინსპექტორები ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამხრე კამერებით აღიჭურვებიან.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დღეს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელს, კრისტიან კლოსს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულს ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩ ანეტ გიუნთერს შეხვდებიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა, იმედოვნებს, რომ პრობლემა გონივრულ ვადებში გადაწყდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.