გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი " თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოავარია წუხელ გვიან ღამით, დაფნარი-საჯავახოს საგზაო მონაკვეთზე მოხდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს. როგორც გარდაცვლილი 19 წლის პანკისელი ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, ოჯახმა პროტესტის ამ ფორმის გამოყენება, გამოძიების მასალებში ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.
ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მამაკაცი, რომელსაც მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია „დიდუბეში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართა, სამედიცინო დაწესებულებებში სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს.
თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალი ცნობები არ აქვს, თუმცა პატრიარქი ყოველდღიურად ინტერესდება საკითხით, აღნიშნული განცხადება დეკანოზმა შალვა კეკელიამ წილკანში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.
წილკანში, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ჩავიდა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, საწარმოო შემთხვევის შედეგად, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.