ჩემი ერთადერთი ნატვრა ისაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს, აღნიშნული განცხადება არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აზრით, „არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ალბათ იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინოს".
მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები, რაც ხანძრების გაჩენასთან მიმართებაში ჩნდება, აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ყოფილი ქართველი სამხედრო პირის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაწყებული ხმაურიანი საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან პირობის მიღების შემდეგ შეწყვიტეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა, განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურად ჯიოევმა.
გვიან ღამით გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის დიდი ნაწილი გაანადგურა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია მე-2 და მე-3 სართულზე მდებარე სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო პირის, ახალგორიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალის ორივე მიმართულების მონაკვეთი აქვთ გადაკეტილი და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვენ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოსვენებას.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა.
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.