ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის რეგიონში - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხოდაშენში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
კიევიდან თბილისში მომავალი „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ავიალაინერმა, ტექნიკური, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თბილისის გარშემო არაერთი არაგეგმიური ფრენა განახორციელა.
მომდევნო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს, აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის 33-ე ბაგა-ბაღის დათვალიერებისას განაცხადა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა მოსულიშვილი თამაზ თამაზაშვილმა შეცვალა.
პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, თბილისის 177-ე საჯარო სკოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებთან სტუმრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცერნტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ მერი გენერალური გეგმის საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში მივიდეს. როგორც კალაძე აცხადებს, გენერალურ გეგმაზე „სადებატო არაფერი არ არის".
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
სახალხო დამცველი საქართველოს მთავარი პროკურორისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ოჯახს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
ტექნოპარკში „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ - EuroDIG 2018-ის წინამოსამზადებელი შეხვედრა მიმდინარეობს - ფორუმი თბილისში 4-6 ივნისს გაიმართება.
ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეაბილიტაციის პროცესი პროექტების შესწავლისა და მონიტორინგის შემდეგ გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.