დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს.
მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია, განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქოს რეზიდენციაში, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, მაია გოიკოვიჩთან და მის თანმხლებ პირებთან შეხვედრისას. საპატრიარქოში შეხვედრას ასევე ესწრებოდა სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ ბულიატოვიჩი და საქართველოს ელჩი სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ლოზანაში ვიზიტის დროს, შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან და ერთად განიხილეს, როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ამ პერიოდის მანძილზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება.
ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ტვირთად არ დააწვება ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს. მისი თქმით, მერია მუშაობს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო, ამ წესს თამამად არღვევენ.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა ადამიანთან, ვისაც ტუბერკულოზი დაუდგინდა, უნდა გაიაროს შემოწმება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში აფეთქებისას დაშავებული შუახნის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მამაკაცი ხაშურის საავადმყოფოდან წუხელ თბილისში, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, CineDOC-Tbilisi-ის ტურის თანამშრომლობის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის, ,,თავდასხმის მოლოდინში'' (WAITING FOR INVASION) ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ლიტვის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი, IV მექანიზებული ბრიგადის ხელმძღვანელობა და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.