თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“ აშენდება. სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა საფრენი აპარატის საშუალებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ინვესტორებთან ერთად ჩადო.
„გილოცავთ ამ, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვან დღეს. დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას,“ ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ფრაქცია სატრანსპორტო საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, დედაქალაქის მერის მოადგილეს და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს 5 თებერვალს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.
ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისაგან, განაცხადა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერი კახა კალაძე საგანგებო ბრიფინგზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც კალაძემ განაცხადა, მეტროსადგური ახლადრეაბილიტირებული იყო და სახეზეა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა.
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში" დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ინგოროყვას კლინიკაშინ, სადაც ოთხი დაშავებული მოინახულა.
თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა. როგორც მერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის ფაქტს, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.