თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. ცვლილებების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნა. ასეულის პირადმა შემადგენლობამ ბაზის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაშიც გაიმართა, სადაც ეროვნული დროშა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ბებრის ციხეზე აღმართა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
ძველი ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი სიმღერებითა და ცეკვებით გააცნეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია რომ მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ, არასწორია. მისი განმარტებით, ხელფასი და დანამატი ერთიანდება.
დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის დროებითი შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სიონის ტაძარში, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილი წაიკითხა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე სიონის საკათედრო ტაძარში მივიდა და აკადემიკოსის ოჯახს მიუსამძიმრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.