თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მერიამ აღსაზრდელების კვების მენიუ შეამცირა, აბსოლუტური სიცრუეა. „ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელია", განაცხადა მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი, 26%-სთვის მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 29% ეთანხმება, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ. ამ მოსაზრებას თბილისში გამოკითხულთა 20% ეთანხმება, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობიდან 31%. უმცირესობათა დასახლებებში მაჩვენებელი 56%-ია.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჯამური 100 ქულიდან 64 ქულა აქვს მინიჭებული, რითაც იგი ბოლო წლების მსგავსად, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 54% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილები მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, გამოკითხულთა 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა, 30%-სთვის კი სიღარიბე.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანხმად, გამოკითხულთა 53% არსებული მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ კარგად, 53% - საშუალოდ, 32% - ცუდად, 2% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის გამო, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას წერილით მიმართა.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, ოთარ აბესაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.