„ამ ეტაპზე, მივცეთ საშუალება ძალოვნებს, რომ თავისი საქმე გააკეთონ“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეკითხვას, რამდენად საჭიროდ მიიჩნევს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საპარლამენტო ფორმატში განხილვას.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმების თხოვნით მიმართავს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ სასტუმროში დროებით დააბინავა.
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პატრიარქის მიერ მის მოსაყდრედ დასახელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთვრებთან და სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.
გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.
2003 წლის 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, შეკრებილებს გიორგობა მიულოცა და მის მიერ დღეს დაწერილი დადგენილება გააცნო.
გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევის შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას კერძო სექტორი გამოეხმაურა და დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების დათმობის სურვილი გამოხატა, განაცხადა მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, მანანა თოქმაჯიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.