დღეს ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენას განახორციელებს ავიაკომპანია Jazeera Airways.
არ მომხდარა არავითარი გამკაცრება, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას 15 პაციენტი დატოვებს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას, ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და არ დაზარალდნენ. რაც შეეხება ფასებს, უნდა იყოს კონკურენტული გარემო, იმის იქით ჩვენი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 114 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესტუმრა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი საკარანტინე ზონაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი მკურნალობის პროტოკოლს გაეცნო.
წერილში, რომელიც ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარემ და ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულმა, დერეკ პიკაპმა გაერთიანებ.ულ სამეფოში საქართველოს ელჩს, სოფიო ქაცარავას გაუგზავნა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოზე, როგორც კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითზე, რომელმაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დროულად დაკეტა ქვეყნის საზღვრები და დააწესა შეზღუდვები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.