Twitter-მა გამოაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა პოლიტიკურ რეკლამას კრძალავს და აღნიშნა, რომ ამგვარ გზავნილებზე წვდომა „არა ყიდვით, არამედ დამსახურებით უნდა იყოს მიღწეული“.
მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ამ სიტყვებით მიმართა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მიმდინარე პროექტების ზურგს უმაგრებს ახალგაზრდების დიდი არმია და თბილისის მოსახლეობა. მან მადლობა გადაუხადა თბილისელებს მხარდაჭერისთვის.
30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 2019 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში ხელმოწერილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირება.
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვაკის მაჟორიტარმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში რეკრეაციულ ზონებში მიწის ნაკვეთების გასხვისებისა და უკანონო მშენებლობების შესახებ ისაუბრა.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სკეპტიკურად უყურებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის თაობაზე და ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწორედ ივანიშვილის მთავრობამ გააჩერა წყალტუბოს კომპლექსური განვითარების გეგმა.
„წყალტუბო იქნება რეგიონული ცენტრი, ის გახდება მთელი დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი, იმერეთის რეგიონის განვითარების ძირითადი ლოკომოტივი ისევე, როგორც აბასთუმანის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჟურნალისტის მიერ წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, 10 ლოკაციაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0087 პუნქტით გაუფასურდა.
ყველა ციხეში აღმოჩნდება, ვინც ეროვნულ სიმდიდრეს ამ შარაგზის ყაჩაღს აჩუქებს, - ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.