გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ბრალდების წარსადგენად იბარებს. როგორც გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით.
დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ივნისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0388 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს საპატრიარქო 19-20 ივნისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადმაიანების მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„შედეგი, რომელიც მივიღეთ, შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი“, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, ბიძინა გეგიძემ პარლამენტში გააკეთა.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. გადაწყვეტილება დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. თალაკვაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირის პოსტზე მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, არც ერთი ყოფილა.
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი კობა კობალაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ რუსეთის დელეგაცის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობდნენ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.