დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოსს ეკისრება, რომელმაც აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ პირდაპირ მოუწოდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში ტრაბზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ავარია მოხდა. გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
პროკურორი ამირან გულუაშვილი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომაზე იმყოფება, ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მის დიპლომატიურ პასპორტს ასახელებს.
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ედირნეს პროვინციაში, საბერძნეთის საზღვრის სიახლოვეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, მიკროავტობუსში, რომელიც მაღაზიას შეეჯახა, არალეგალი მიგრანტები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა ვინაობა და წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია.
თქვენ ხართ ივანიშვილის ,,ტროიკის" ორი წევრი, ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომაზე თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილსა და გიორგი კახიანს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო მანდატის მოხსნის საკითხს განიხილავენ.
„არავითარი გახარია, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. სანამ ეს კაცი ამ ქვეყანაში იქნება, გახარიების ცვენა იქნება, არაფერი არ შეიცვლება. პრობლემა ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ.
„მელია არ უნდა დავაჭერინოთ არც ერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“. ვიდეომიმართვისას კი სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკან დახევა ახლა არ გამოვა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რათა „ამ ბოროტებმა, ამ „ბეზპრედელშჩიკმა“ ივანიშვილმა“ არ გაიმარჯვოს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აი, ესე იწერება ეს ისტორია და ისტორია იქნება ძალიან კარგი“. მისი თქმით, დღეს პარლამენტის წინ მდგომი ადამიანები წერენ საქართველოს ისტორიას.
„თუკი ჰგონიათ, რომ ამ ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სახელმწიფო სპეცნაზთან ერთად იძინებს სოლოლაკის ხეივანში“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მას შემდეგ რაც გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ბრალდების წარსადგენად მთავარ საგამოძიებო ორგანოში დაიბარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.