„შემიძლია სიზუსტით გითხრათ, რომ ახლა ორი-სამი ადამიანი განიხილავს ხელისუფლების არა ხვალ, მაგრამ უახლოეს ხანებში დათმობის, გადაცემის გეგმას“, უთხრა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შაბათ ღამით „რუსთავი 2“-ს ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა არმაზ ახვლედიანმა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ პარლამენტის შენობასთან გამართულ მიტინგზე „ადამიანების დაზიანების უკიდურეს ფონზე შექმნას ის დღის წესრიგი, რომელიც მას აწყობს“.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს (22 ივნისსს) განაცხადა, რომ იგი ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუმცა მას უნდოდა თეირანთან შეთანხმების მიღწევა, რომ სტიმულირება მოეხდინა მისი დაღმა მიმავალი ეკონომიკისათვის.

სრულად...

კახა კალაძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობასთან მომხდარზე „სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციულ ძალებს და პოლიტიკოსებს ეკისრებათ, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისკენ, პარლამენტის აღებისკენ“.

სრულად...

„სამართლებრივად სწორი მოქმედება“ უწოდა უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ თბილისში, პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს გამართულ აქციაზე, „დიდი ხნის განმავლობაში დაცვის პოზიციაში მდგარი პოლიციის“ „იძულებით“ ნაბიჯს, ძალის გამოყენების თაობაზე, თუმცა წუხილით აღნიშნა, რომ „ძალის გადაჭარბება ნამდვილად მოხდა“.

სრულად...

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

სრულად...

„კრემლმა, თავად პუტინმა, გავრილოვმა, კარასინმა გააჟღერა ეს გზავნილი, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები, პროტესტანტები, ადამიანები, ვინც გააძევეს აქედან სერგეი გავრილოვი, ისინი უნდა დასჯილიყვნენ. ამიტომ ეს აგრესია, ეს რეპრესიები არის კრემლის დავალება გახარიასადმი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

სრულად...

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურს ომი, მაგრამ გააფრთხილა ირანი, რომ იგი „სრული განადგურების“ წინაშე აღმოჩნდება თუკი კონფლიქტი იფეთქებს. პარასკევს, NBC-სთან საუბარში მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღიაა თეირანთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ნებას არ დართავს მას განავითაროს ბირთვული შეიარაღება. 

სრულად...

ტყვიით დაშავებულ ორ პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რეგიონული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი