პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება ააცილა.
სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურითა და უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით დაიწყო.
იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ივანე ბერიტაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მოწაფეს, საქართველოში ძილის საბაზისო და ძილის დარღვევათა პათოფიზიოლოგიის კვლევითი მიმართულებების დამაარსებელს, გამოჩენილ მეცნიერს - თენგიზ ონიანს, დღეს 91 წელი შეუსრულდებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ახალ მძლავრი დარტყმის მიმყენებელ სანქციებს უწესებს და მის ქვეშ მოექცევა ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მასთან ასოცირებულ პარტიებთან თანამშრომლობას ნამდვილად არასდროს განვიხილავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზარმაზარი ზიანი და ტკივილი მოუტანა ქართულ სახელმწიფოს.
საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს 27 ივნისს პარლამენტში მოუსმენენ, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.