„ევროპული საქართველო", პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს პარლამენტში იბარებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებსაც ეხმაურება.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თითქმის ყველა უბანი დათვლილი აქვს და ზელენსკის ხმების 73 პროცენტზე მეტი აქვს მიღებული.
პირველყოვლისა, მადლობას ვუცხადებ პანკისის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ცდილობა ვითარება განემუხტა და კომფლიქტი არ გაღრმავებულიყო ამბობს ნინო ბურჯანაძე.
290-ამდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა შრი ლანკაში, სადაც კვირა დილით ეკლესიებსა და მდიდრულ სასტუმროებზე აფეთქებების სერია განხორციელდა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 24 ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმები.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტ პოლის მიხედვით, კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მას ხმების 70 პროცენტზე მეტი აქვს მიღებული.
„ეს უკვე შემდგარი, ძალადობრივი აქტია, რაც მოხდა პანკისის ხეობაში. უნდა გადადგეს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, უნდა დადგეს პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხსიმგებლობის საკითხი, განაცხადა „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა.
„ჰესის თემა გადავდეთ. ჩვენ შევთანხმდით ესეთ რაღაცაზე. ჰესს 90% მოსახლეობა რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშედება მარტო. მე აქ ჰესის გამო არ ამოვსულარ. მე მოვედი იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს“, უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის მოსახლეობას.
პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
პანკისის ხეობაში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის მორიგ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გაემგზავრა მას შემდეგ, რაც თელავში მინისტრსა და პანკისელებს შორის შეხედრა უშედეგოდ დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.