საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ მმართველ პოლიტიკურ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში „პრობლემები ექნება" იმ შემთხვევაში, თუ პარტია მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ის საჩვენებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„გამარჯობა,ბ-ნო ბიძინა ! ამ დღეებში როცა ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილს საიდუმლოდ შეხვდება, შოთა შალელაშვილს უწევს რეკომენდაციას უკრაინის ელჩის პოსტზე. (ცხადია, არა უანგაროდ და სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ) - იცოდეთ მაინც!" - წერს სოციალურ ქსელში გაზეთ „ქრონოკა +" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირი დააკავა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ინტერნეტსივრცეში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ისევ გავრცელებას კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებით ეხმაურება.
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკაში დაბრუნებამდე გამართულ შეხვედრას იხსენებს, რომელსაც მისი თქმით, მასთან ერთად ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი ესწრებოდნენ და რომელზეც ფოფხაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „შეთავაზება“ გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, „ვითარების დასალაგებლად“ პარტიიდან 6 ადამიანი უნდა გარიცხულიყო - მათ შორის ივანიშვილთან შეხვედრაზე მყოფები - გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი და ასევე დამატებით კიდევ სამი დეპუტატი - რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე.
თბილისის მერი ტაქსის მძღოლების აქციას ეხმაურება. როგორც კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის მერია მზად არის, ტაქსის მძღოლებთან დიალოგის გამართვისა და მათი შეკითხვების პასუხის გაცემისთვის.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0064 პუნქტით გაუფასურდა.
უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების" ამჟამინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ იყო მომხრე ეკა ბესელიას 2016 წლის პარლამენტში სიაში ჩაწერის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.