ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საჯარო სამსახურში შემდგომი თანამდებობის დაკავების უფლება 15 წლით აეკრძალება - მაქსიმალური ვადით, რის საშუალებასაც კანონი იძლევა - განაცხადა სახელმწიფო საფინანსო კონტროლიორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის სახლი გაქურდეს.. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ. პირველი" ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მხარდაჭერას უცხადებს ტაქსების მძღოლებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და ტაქსებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის ახალ რეფორმას აპროტესტებენ.
„ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
„ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და „ფეიკ ნიუსები“ უპასუხიმგებლო ძალებისგან, რომ ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ვითომ ჩვენ გავქრით რადარებიდან“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე და
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” - ის მიმდინარეობის გასაცნობად „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” (JTEC) ეწვია.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხმარებელს დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლადშეღებილი ტაქსები აჩვენა და ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.