ალჟირში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის არმიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას მოსთხოვა გამოაცხადოს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეუძლია მართვა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე ნატო-ს წვრთნებში ქართველ მეზღვაურებს გემების აბორდაჟზე აყვანას ასწავლიან. ვისი გემები აგყავთ აბორდაჟზე, რუსების? რუსებთან ომის თუ არ გეშინიათ, ამ ერთმა სააკაშვილმა რით შეგაშინათ? აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და დასძენს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი არ არის.

სრულად...

„პასუხისმგებლობა ამაზე აიღოს ივანიშვილმა, მან აიღოს პასუხისმგებლობა ამ ვირთხებს რომ უშვებს ასე და ამ ლაწირაკებს აბოგინებს ესე. მე მათ კი არ დაველაპარაკები, მას დაველაპარაკები ამის შემდეგ უკვე“, განაცხადა „TV პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0070 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

„ევროპული საქართველო" ია კერზაიას საქმეზე სამ მთავარ მოთხოვნას აყენებს. როგორც ცოტა ხნის წინ პარტიის წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველო"  აღნიშნულ საქმეზე პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას, განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და განათლების კომიტეტის ფარგლებში კერზაიას საქმეზე თემატური მოკლვევის ჯგუფის შექმნას ითხოვს.

სრულად...

საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება.

სრულად...

„პარლამენტი არ იწვის, ეკა ბესელია არის ძალიან მძიმე ემოციურ ფონში და მას ფაქტია, ადამიანური დახმარება სჭირდება", ასე ეხმაურება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახეძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

სრულად...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხი განიხილა.

სრულად...

ძალიან გული მწყდება, რომ ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილზე შეტევა გაიხადოს თავის მთავარ ნარატივად, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე თავისი პოზიციები გაიმაგროს, აცხადებს საპრალემენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი