„ქართული ოცნების“ ახლადდანიშნულმა პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი პოსტიდან წასვლა ივანიშვილთან კონსულტაციის შემდეგ მოხდა, თუმცა დეტალები არ გაამჟღავნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში იმ მიზეზების გამო დაბრუნდა, რა მიზეზების გამოც ბიძინა ივანიშვილი.
„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჰილარი კლინტონმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ მონაწილეობა გამორიცხა. „მე კენჭს არ ვიყრი, მაგრამ ვიმუშავებ, ვისაუბრებ და ვიდგები იმ პოზიციაზე, რისიც მჯერა“, უთხრა კლინტონმა ნიუ იორკის სატელევიზიო არხს, „News 12 TV“-ს.
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, წარადგინა ფურცელზე დაბეჭდილი წერილი მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე.
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილს დიდი ალბათობით სჭირდება თვითონ გუნდში, იქ გარკვეული ბალანსის შენარჩუნებისთვის და მოძლიერებული კობახიძე-კალაძის გუნდის ბალანსისთვის, მიიჩნევს ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.
თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილის ასლი გამოკითხვაზე მიიტანა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
„ღარიბაშვილს რომ დაუძახებ დასახმარებლად, ე.ი. როგორ დღეში შეიძლება იყოს ივანიშვილი პერსონალურად“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დანიშვნის შემდეგ.
არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მართავდეს და ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.