სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე - „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე იგი არ უხელმძღვანელებს „კონსერვატიულ პარტიას“. ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად და „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის ლიდერებთან მოლპარაკებების საწარმოებლად ჩასულმა მეიმ თქვა, რომ პარტია ამჯობინებს „იმ არჩევნებზე სხვა ლიდერით წარსდგეს“.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გათავისუფლდა. აბაზოვი სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
ტერეზა მეი ლონდონიდან ბრიუსელში დაბრუნდა სამიტზე დასასწრებად და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ნდობის კენჭისყრაზე გამარჯვება მოიპოვა. იგი ცდილობს, ევროკავშირის ლიდერებისაგან მიცემული პირობა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ასახოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
მე გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი, აცხადებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საჯარო სამსახურის კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტზე საუბრისას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ „საუკეთესო გამოსავალი იქნება", თუ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე დაბრუნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.