„თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი - ნიკა მელია. იმედს გამოვთქვამ, რომ იგი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს გადაუხვიოს მისთვის ჩვეულ სტილს, რომ არ მოაწყოს პროვოკაცია და საჭირო არ გახდეს სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა“, განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას თელავში გააპროტესტებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ალიანსში მყოფი სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომელთა კოლონებიც უკვე დაიძრა თელავის მიმართულებით.
„თუ რამეში მონაწილეობის მიღება შემიძლია და რა თქმა უნდა, მე მონაწილეობის მიღებაც შემიძლია, არაფერზე უკან არ დავიხევ, ერთი წუთით ეჭვი არ შეგეპაროთ. საქართველოს გადარჩენის საქმეში მე არანაირი მუხრუჭები არა მაქვს“, ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავის მხარდამჭერებს.
„მე პირადად,მიხეილ სააკაშვილი, არ შევარჩენ ასეთ დაყაჩაღებას ჩემი ხალხის, საქართველოს დაუძინებელ მტერს ივანიშვილს და მის დამქაშებს“, წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ „რუსთავი“-ის შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის კომენტირებისას, სადაც ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო ურნებში ბიულეტენები ჩაყარეს.
გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში, გმირთა მემორიალთან აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი აპროტესტებენ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც ხვალ, 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად 1980 წელს დაბადებული ჰ. მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ „ჯანდაცვის ხელმისაწვდომი აქტის“, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც „ობამაქეა“, მთავარი ნაწილი არაკონსტიტუციურია. საქმე ახლა მოსალოდნელია, რომ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში წავიდეს.
ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს თავი, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანამ, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუდაურში, სადაც ზამთრის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.