მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისთვის, 16 დეკემბრისთვის, მის მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაციისაკენ მოუწოდებს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ თუკი ქუჩაში 100 000 ადამიანი გამოვა, „სრულიად ახალი სისტემით, მაქსიმუმ ერთ კვირაში, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა 91- ხმით მიიღეს, 9 კი, წინააღმდეგი იყო.
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თხილვანის, რიყეთისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ში ძინპინი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და გამოთქვამს სურვილს ჩინურ-ქართული თანამშრომლობა მათი საერთო ძალისხმევის მეშვეობით, ახალ საფეხურზე გადავიდეს.
„მთელ ქვეყანას, უკლებლივ ყველა ეკონომიკურ სფეროს, რომელიც არის საქართველოში, თავიდან ბოლომდე ჯიბეში იდებს ივანიშვილი“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რკინიგზის სადგურთან ჩქაროსნული მატარებლის ავარიის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, იტყობინება BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
დიდი ბრიტანეთის „კონსერვატორი“ დეპუტატების უმრავლესობამ ტერეზა მეის ნდობის კენჭისყრით გადაწყვიტა, მისი პარტიის ლიდერის პოსტზე დარჩენა. კენჭისყრის შედეგი ამ წუთებში გახდა ცნობილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის მისი ნდობის კენჭისყრის შედეგი უკვე უთხრეს, იტყობინება BBC "Jewish Chronicle"-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით.
„კონსერვატორი“ დეპუტატები კენჭს უყრიან დარჩება თუ არა ტერეზა მეი თავიანთ ლიდერად. კენჭისყრის შედეგი გრინვიჩის დროით 20:00 საათის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.