ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ იურისტს, მაიკლ კოენს 36-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი ტრამპის შიდა გარემოცვის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სპეციალური პროკურორის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გასამართლდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.
„მელია ჩაწერეთ მშვიდობის მტრედებში. ასეთი კრეატივიზმი არ ყოფილა აქ განცხადებებში. მოგიწოდებთ ცოტა სამართლიანები იყავით და მელის გადაფუთვას მოეშვით", მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ევროპულ საქართველოს" პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.
„მოგიგეთ არჩევნები და ამიტომ ეს გარჩევები უნდა მოაწყოთ აქ? და რომ წააგებ მერე შენ უნდა გცემონ გარეთ, დერეფანში? ა, ვერ გცემენ იმიტომ, რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს? გინდათ ძალიან 90-იანებში დაბრუნება? დარწმუნებულები ხართ, რომ სულ გამარჯვებულ მხარეზე იქნებით? მაგრად ცდებით, მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლების წევრებს პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.
რა გინდათ ახლა, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ თუ რა გავაკეთოთ? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.
ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.
საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, რომ ყველა გასამართლდებოდა. ინაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას რეპლიკები მოჰყვა.
საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შორის შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.