სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.
„ყალიბდება ახალი საბჭო, სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
„თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
მთის საერთაშორისო დღეს საქართველოში მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპულ პროექტს მოეწერა ხელი. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას 16 დეკემბერს თელავში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავის ცენტრში აქციას მაინც გამართავს.
გავლენიანი ამერიკული გამოცემის „Foreign Policy“-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატის დაბლოკვის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, რადგან ბრიჯიტ ბრინკი სააკაშვილისადმი მეტისმეტად კეთილგანწყობილად მიიჩნიეს, ამერიკელი დიპლომატი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ ეხმაურება.
თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბთან 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან გაისვრიან.
ევროპის კავშირის ლიდერების განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის („ბრექსიტის“) შეთანხმება „ხელახალი მოლაპარაკებებისთვის ღია არ არის“, იმის მიუხედავად, რომ ტერეზა მეი ამ მოთხოვნით მიმართავს მათ, იტყობინება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.