პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტს ბრიუსელში ევროპასთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მორიგ წარუმატებელ მცდელობას უწოდებს. ჩუგოშვილის თქმით, ეს ოპოზიციური პარტიები ამას არაერთხელ ცდილობდნენ, თუმცა არასოდეს გამოსვლიათ და ვერც გამოუვათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე. მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ბაკალავრიატის სტუდენტების დაფინანსებისთვის დაახლოებით 2.5 მლნ ლარი გამოიყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0037 პუნქტით გაუფასურდა.
მამუკა ბახტაძე ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში საქართველოს ოფისის გახსნას შესაბამის ორგანოებს შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე, მეწარმეებსა და ქართულ კომპანიებს მოუწოდა, დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
მამუკა ბახტაძე თბილისში გამართულ რუსეთის მხრიდან დაფინანსებულ მედია ფორუმს გამოეხმაურა და მას რუსეთიდან წამოსული „რბილი ძალა“ და პროპაგანდა უწოდა. პრემიერ მინისტრის თქმით, ეს პროპაგანდა დგას სხვა ქვეყნებშიც და საქართველოს უკვე არჩეული აქვს საკუთარი გზა და მსგავსი პროპაგანდა ნეგატიურად ვერ აისახება მოსახლეობაზე.
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა ბენ ვალასმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია „საბოლოოდ პასუხისმგებელი“ სოლსბერიში სკრიპალებზე განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის განხილვა ხმაურით დაიწყო. სასამართლოს დერეფანში ერთმანეთს მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი და მოკლულის დედა სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც დაპირისპირებული მხარეები მანდატურმა გააშველა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მიღებული „ევროპული საქართველოს“ დასკვნა შეაფასა. პრემიერს თქმით, ამ დასკვნის დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკური შეფასებებია, ასევე ამბობს, კომისიამ დაგვარწმუნა, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვანი ხარვეზი არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.