„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი, „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეორე არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დოდო შონავა მაუწყებელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროფკავშირმა არხის იმ თანამშრომლებთან ერთად, რომლებმაც მაუწყებლის მენეჯმენტისგან შრომის ახალი პირობები მიიღეს და რომელიც შონავას აზრით, ფაქტობრივად გათავისუფლებაა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მათ რეზოლუციას, რომელიც დეპუტატის თქმით, ითვალისწინებს 2004-2012 წლების სააკაშვილ-ბოკერიების დანაშაულებრივ მმართველობისა და რეჟიმისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემას. . აღნიშნულ საკითხზე ირმა ინაშვილმა დღევანდელ პლენარულ სესიაზე ისაუბრა. ის ასევე ამბობს, რომ როცა სააკაშვილის და მისი თანამებრძოლების დანაშაულში მონაწილეობა დადგენილია, რატომ არ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. ინაშვილი პარლამენტის თავმჯდომარისგან ამ პროცესში განსაკუთრებულ თანამონაწილეობას და ყურადღებას, ასევე შეხვედრას ითხოვს.
ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, მიმდინარე წლის მარტში, მამა-შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის პოლიციამ და პროკურატურამ ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილი დაასახელა და განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი საქმეში ახალ გარემოებაზე საუბრობს, რაც მისი თქმით, კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს.
რუსი ჟურნალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს „დაცინვას და ცინიზმს“ უწოდებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
რუსი ჟურნალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსებს არ გააჩნიათ რაიმე რესურსი იმისათვის, რომ „ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ და სხვანაირად აფიქრებინონ“.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა საქმეში საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დატოვა. რაც შეეხება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს - მინისტრი აცხადებს, რომ ელოდებიან გამოძიების და კომისიის მუშაობის დასრულებას და თუ საჭირო იქნება სამინისტროს მხრიდან, რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ის კომპეტენციის პირობებში იმოქმედებს.
რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. სასტუმრო „ვერე პალასთან“ მიმდინარე აქცია-პერფორმანსის მონაწილე მანანა ანდღულაძემ განაცხადა, რომ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ტორგიერ გროთრუდი ესტუმრა. ნორვეგიულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა.
ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბათუმის შემოსასვლელ ესტაკადასთან მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.