შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასაზღვრო სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 1990 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.მ. დააკავეს.

სრულად...

2020 წლის შემოდგომაზე ბათუმს UEFA-ს სტანდარტების ახალი სტადიონი ექნება, - საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში, ასევე უნდა იყოს აპოლიტიკური ადამიანი.

სრულად...

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ის გვერდზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრობს და საქართველოს თანადგომას უცხადებს. ვიდეომიმართვის ბოლოს კი ქართულად ამბობს - „ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო“.

სრულად...

შუამთობის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრება.

სრულად...

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია ll საკვირაო ქადაგების დროს, მარიხუანის მოხმარებაზე ჯარიმის გაუქმებას გამოეხმაურა. პატრიარქის თქმით,  მარიხუანის მოხმარებით იწყება ყველაფერი, ადამიანს უფრო მეტი აინტერესებს, შესაბამისად მოუწოდებს საზოგადოებას არ დაუშვას, არცერთი ნარკოტიკული საშუალების გამოყენება. ასევე პატრიარქი აცხადებს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სტრასბურგში გაფრენას აპირებდნენ, თუმცა გაფრენა ვერ შეძლეს და ამაში, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებენ.

სრულად...

მამა გიორგი მამალაძე „შაბათის კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ „ციანიდის საქმეა“.

სრულად...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა ცივი იარაღით ბაბუა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა. მეზობლების თქმით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა წინ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი