საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში საინჟინრო ქვედანაყოფების საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა. სიტუაციური წვრთნების დასკვნით ნაწილში საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონმა და სხვა ქვედანაყოფებმა კულმინაციური სწავლება ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩაატარეს.
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი დრონების მეშვეობით მისი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ხორავას ქუჩის მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს, 4 აგვისტოს არასრულწლოვანი მოწმეები გამოკითხა. კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა ნაწილი ვერ ახერხებს სრულად აღიდგინოს და სრულად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.
გრიგოლეთში საზღვაო მაშველებმა სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში დააკავეს.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის სასროლეთზე სხვადასხვა სამხედრო სავარჯიშო მიმდინარეობს. წვრთნების ამ ეტაპზე ქვედანაყოფები საცეცხლე მომზადებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით გადიან.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით ხალხს სამსახური უნდა, თუმცა სამუშაო ადგილები არ არის, პუბლიცისტი არსებულ სიტუაციას „მიტოვებულ გაძარცულ ქარხანას“ უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.