რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე პრემიერი პავლო როზენკო ეწვივნენ. აეროპორტში მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს. „ჩვენ, შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი", განახადა კობახიძემ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

მთაწმინდის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

სრულად...

მირჩევნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არ შევეწინააღმდეგები, თუკი, არჩევანი შეჩერდა დამოუკიდებელ კანდიდატზე, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

სრულად...

საქართველოს - პატარა ქვეყანას - სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს ძალიან მწარე და მძიმე, ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ პირს, მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ და „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გერმანიის საელჩოს მიმართეს. მათ საელჩოში შესაბამისი დოკუმენტები წარადგინეს თუ რატომ მიდიოდნენ სტრასბურგში. ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს უცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გერმანიის ძალოვან უწყებებს, რათა მოეხდინათ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტექნიკური მოშორება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი