პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა არგუმენტების გამო ჰქონდა მას აზრთა სხვადასხვაობა მთავრობის ყოფილ მეთაურთან, გიორგი კვირიკაშვილთან.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილმა „პირდაპირ ფეხები შეაწმინდა ყოფილ პრემიერს და ყველაფერი, რაც ცუდი ხდებოდა და ხდება ამ ქვეყანაში, გადააბრალა კვირიკაშვილს და მის გუნდს. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, უნდა ველოდოთ ძალიან ხმაურიან პროცესებს უკვე კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ, ეს პრაქტიკულად დაანონსა ივანიშვილმა“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ მას არაფორმალურ მმართველობასთან საერთო არაფერი აქვს და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ჰკითხონ კვირიკაშვილს, რომელიც უკვე აღარ არის მისი მეგობარი და ივანიშვილის თქმით, ის, რასაც მას აბრალებენ და „არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ვიდეოში სააკაშვილი თავდაპირველად გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ყოფილი პრეზიდენტი ივანიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იგი მათვარობას მესამედ ვეღარ შეცვლის, რადგან ხვლიკს კუდი ორჯერ ეზრდება. (სააკაშვილი ივანიშვილს ხვლიკს ადარებს). 

სრულად...

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს და რომელიმე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.  

სრულად...

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში,  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ბიძინა ივანიშვილი  აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო  და მისი მეთოდები იყო არა ეფექტური, რადგან ის გადაწყვეტილების შეთანხმებას მხოლოდ ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კვირიკაშვილმა ბალანსი დაარღვია სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ყოფილი პრემიერის  წვლილი ეკონომიკურ ზრდაში მინიმალურია.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი პარტიის მშენებლობაში იქნება ჩართული, ხოლო თავად პარტიაში კი ეფექტური მმართველობის დასამკვიდრებლად აუცილებელია საკადრო პოლიტიკის გაძლიერება.

სრულად...

გიორგი კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა და ის უნდა წასულიყო, აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ანონსში.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0022 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი