პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ დემოკრატიისთვის უმჯობესია „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ბულგარეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონული მმართველობა ვერ პასუხობდა შესაბამის მიზნებს, ამიტომ ეს მიმართულება გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გადაინაცვლა საქართველო მთავრობის ადმინისტრაციაში, რეგიონული მართვის მიმართულებას კი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, პრემიერ მინისტრის მრჩეველია რეგიონული განვითარების საკითხებში.
პრემიერმა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა
თვითმხილველებმა პეკინში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქების შესახებ განაცხადეს. გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში სქელი კვამლი ჩანს. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნაში მყოფი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი დ.ნ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ვაშინგტონში შემოდგომაზე დაგეგმილი შეხვედრა 2019 წლისთვის გადაიდო.
მეუფე გრიგოლი TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ აცხადებს, რომ პატრიარქისთვის იყო შეთავაზება, რომ გადამდგარიყო, თუმცა უწმინდესმა ამაზე უარი განაცხადა. მეუფე აკონკრეტებს, რომ ეს შეთავაზება სასულიერო პირებისგან არ ყოფილა, ფაქტს კი, პატრიარქის მოსაყდრის დანიშვნის შემდეგ ჰქონდა ადგილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გაუფასურდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილის მთავარი მიზანი საზოგადოებაში მომატებული უარყოფითი მუხტის ჩაცხრობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.