პარლამენტის წევრთა განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში ზაფხულობით ამჟამად არსებული ცხელი კლიმატი 2040 წლისთვის ნორმად იქცევა.
მარნეულის ყოფილი მერი თეიმურაზ აბაზოვი მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნაში წინა მთავრობის პირველ პირებს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რომ იგი დამნაშავეა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0034 პუნქტით გაუფასურდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პროკურატურაში შესაძლო დაბარებისა და ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შესახებ განცხადება გააკეთა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იგი „აღფრთოვანებულია“ ბიძინა ივანიშვილის იდეით, „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინოს თავისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებები ტარდება ზემო სვანეთში. გამთენიისას ჭუბერსა და ხაიშში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, მიზანი ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესწავლა იყო, თუმცა მათ მოსახლეობამ ჩხრეკის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს. საგამოძიებო სამსახურმა დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სოფლების შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ქვეყნის ჭარბვალიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ამ პრობლემის სიმწვავის შესამცირებლად საზოგადოებას ახალ ინიციატივებს მალევე შესთავაზებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს დილით გამართული ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკურ გამოწვევებზე ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შემდეგ მისი წინამორბედის, გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვის შესაძლებლობაც „ბუნებრივ მომენტად“ შეაფასა და თქვა, რომ „კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი“ და „არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რა პოზიციაზეა“.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება და „მორისა“ და „ფიცრის“ ექსპორტზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.