განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა, აქცენტი სხვა მიმართულებებთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.

სრულად...

„ბრექსიტთან“ დაკავშირებით ბრიტანულ გამოცემა „სანთან“ სადავო კომენტარის გაკეთების შემდეგ, რომ ტერეზა მეის გეგმამ „შესაძლოა მოკლას“ აშშ-დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა ტერეზა მეისთან „ძალიან, ძალიან მძლავრია“.

სრულად...

„ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის წევრებმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების პროგრამებს მოუსმინეს. 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თეა წულუკიანთან მიმართებაში, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას იზიარებს.

სრულად...

ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებას მიმდინარე თვის ბოლომდე გააკეთებს.

სრულად...

„მხოლოდ კანონის დაცვა იყო მაქსიმალური პრიორიტეტი და სწორედ კანონის დაცვის პირობებში, გამჭვირვალობისა და არა დისკრიმინაციის პირობებში ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნულ პიროვნებას მიეღო მონაწილეობა ტენდერებში“, ლევან იზორიამ განმარტება იმ ტენდერებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანიამ გაიმარჯვა.

სრულად...

საჯარო აქტივობა დავასრულე, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სრულად...

მე მერამდენედ ვდგავარ ამ ტრიბუნაზე თქვენ წინაშე. ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ მინდა, ვთქვა ერთი რამ: ჩემთვის 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე ყოფნა იყო ყოველდღიური ტვირთი და პასუხისმგებლობა. ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა არ არის მარტივი სატარებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე და 6 ათას იუსტიციელს, რომლებიც ამ უწყებაში მუშაობენ, ყველაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ გვეერთგულა იმ ღირებულებებისთვის, რომლითაც ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოვედით სათავეში, განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების ფორმატში.

სრულად...

„პროკურატურის რეფორმასა და საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე რეფორმა უწოდა“, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას.

სრულად...

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“  წევრი ოთარ კახიძე წულუკიანის განცხადებას ეხმაურება. კახიძე ამბობს, რომ კანონები, რომლებშიც უნდა ჩაიხდოს საზოგადოებამ არის წულუკიანის მომზადებული და ეს არის ცინიზმი.  „ევროპული საქართველოს“ წევრი, ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის  დასრულებამდე,  საქართველოს ეყოლება თეა წულუკიანის მსგავსი მინისტრები.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი