„თქვენც კარგად გცოდნიათ ჩვენი გუნდის წევრები სად არიან, - უთხრა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე რომან გოცირიძეს მის მიერ დასმული შეკითხვის - თუ სად არიან ყოფილი პრემიერი და მთავრობის წევრები: ქუმსიშვილი, ალავიძე და სხვები - საპასუხოდ, და დაამატა:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე, სადაც მთავრობის წევრებს უსმენენ, პრემიერ მინისტრს შეკითხვით მიმართა, თუ სად არიან „ქართული ოცნების" ხელისუფლების ის წევრები, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ და მინისტრთა კაბინეტში პოტსებს აღარ იკავებენ.
პარლამენტში, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ და მთავრობის წევრების შეხვედრაზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „ბოკერიების“ ზეგავლენის ქვეშ იყო გიორგი კვირკაშვილი, სწორედ მათზე ფიქრის გამო, ვერც საგარეო და ვერც საშინაო პოლიტიკა ვერ დაალაგა.
„რა თქმა უნდა, ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში ასევე ძალიან აქტიურად განიხილებოდა და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ძალიან მოკლე დროში ჩვენი გუნდი დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს. ვსაუბრობთ სხვადასხვა შესაძლო ვერსიაზე და ბევრი ღირსეული კანდიდატი განიხილება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტობის კანდიდატებად „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის, სოზარ სუბარის და სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით „უფრო მძიმე და ფართომასშტაბიანი" ნაბიჯების გადასადგმელად, საქართველოს მთავრობამ ახალი ფორმატები და მექანიზმები შექმნას.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის სხდომაზე დეპუტატ ემზარ კვიციანის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მისმა მთავრობამ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და ამის მაგალითია 30 000-მდე მეწარმისთვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოჭრა - საუბარია 2011-2012 წლებში დარიცხულ თანხებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკური რეფორმებით შეამცირებენ სახელმწიფოს ვალებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0077 პუნქტით გაუფასურდა.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.