ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, საპროტესტო აქციებს აანონსებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
თბილისის მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი იმყოფება. გენერალ ებერჰარდ ცორნმა შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.
საქართველოს ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ოფიციალურ ვიზიტად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მარჯვენა ხელი, გენერალი კიმ იონ ჩოლი, რომელიც აშშ-ის მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს კიმისა და ტრამპის ისტორიული შეხვედრის საკითხის განსახილველად შეხვდა.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი „ძალიან უხერხულ მდგომარეობაში“ ვარდება, როცა რუსეთს „უფროს ძმას“ უწოდებენ. აღნიშნულის შესახებ მან ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან, ბოიკო ბორისოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უნდა დაიხუროს მილიარდერმა მმართველმა ქუდი და წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება დაახურავს ქუდს და გაუშვებს მართვის სადავეებიდან“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ IRI-ის კვლევის შეფასებისას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. მისი მკვლელობის ამბავი გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.