საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ. პრეზიდენტები მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ესაუბრნენ და არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის პატივსაცემად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.
დღეს არის დიდი წარმატების დასაწყისი, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დღევანდელი დღე არ არის ჩვეულებრივი დღე. ეს არის განსაკუთრებული დღე როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. დღეს ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ხ.ც. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა ბრიუსელში გასაგზავნ წერილს, რითაც ოფიციალურად დაიწყება დიდი ბრიტანეთის ევროპული კავშირიდან გასვლა.
ვიზა-ლიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვიზიტად ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.