"ქართულმა ოცნებამ" შეძლო ის, რომ ქვეყანაში არის სტაბილური და მყარი განვითარების ტენდენცია, - ასე აფასებს 2016 წელს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სობარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებები იყო.
რუსეთმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონის ნაბიჯს, შეერთებული შტატებიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევოს, პასუხს გასცემს. ამის შესახებ BBC იუწყება.
შეერთებულმა შტატებმა, მოსკოვის მიერ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო 35 რუსი დიპლომატის ამერიკიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პროფესორი ომარ ნიშნიანიძე, რომელიც კვლავ გააქტიურებას აანონსებს, მიიჩნევს, რომ ყველაზე მძიმე რაც შეიძლება იყოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, ეს არის ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პროცესები.
„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს გერმანიასთან. ეს ქვეყანა პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ღონისძიებაზე, სადაც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ სირიის მთავრობა და მეამბოხეები - რუსეთისა და თურქეთის გარანტიით - ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა, ყველა რისკი მოხსნილი არ არის.
ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს ჰაერში აფრენილი ვერტმფრენიდან გადმოგდებით დაემუქრა, განაცხადა რა, რომ მანამდე ეს ჩადენილი აქვს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.