შავ ზღვაში ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მთავარი ჩანაწერის პოვნამ გამოამჟღავნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ლაინერის ფრთების მოსაქნევებთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემა გახდა.
პრეზიდენტმა ხელი მოწერა რამდენიმე კანონპროექტს, მათ შორის საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებების შესახებ, თუმცა პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, არ გაიმეოროს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა წინა პარლამენტს კანონპროექტების გადავადებასთან დაკავშირებით, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე გაწეულ სამუშაოებსა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ მედიაჰოლდინგი კიდევ გაფართოვდეს.
ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, 43.95 მილიონი ევრო უსასყიდლო გრანტის სახით გამოუყო.
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პრეზიდენტის სასახლეში ფონდი „ნატვრის ხის“ ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო, საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრალდებას, საერთაშორისო კოალიციის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” მხარადჭერის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, 2016 წელი ქართული დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკისთვის "საკმაოდ წარმატებული" იყო.
ინვესტორ უორენ ბაფეტის ფირმის Berkshire Hathaway –ის აქციები 20%–ით გაიზარდა, რაც დაეხმარა ბაფეტს თავისი პერსონალური სიმდიდრე 12.3 მილიარდი დოლარით გაეზარდა – უფრო მეტი თანხით, ვიდრე რომელიმე მილიარდერს შეერთებულ შტატებში. „ფორბსის“ გაანგარიშებით, The Oracle of Omaha ახლა 74.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ იგი მსოფლიოში სიმდიდრით მე–2 ადგილზე მყოფი პიროვნება იყოს და მხოლოდ ბილ გეითსს ჩამორჩებოდეს, რომელიც 84 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.