თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო, საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
იაპონიის პრემიერ მინისტრი შინძო აბე პერლ ჰარბორზე შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბაზას პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად ესტუმრა, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულ ბაზაზე იაპონიის თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა არასოდეს აწარმოებს ომს მომავალში.
ამერიკელი მსახიობი ქერი ფიშერი - ყველაზე კარგად ცნობილი „ვარსკვლავურ ომებში“ პრინცესა ლეიას როლით - 60 წლის ასაკში გულის მოულოდნელი გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.
პოლონელი მძღოლი ლუკასზ ურბანი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ეჭვმიტანილი ჯიჰადისტი მკვლელი ანის ამრი მისი სატვირთო ავტომანქანით ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შეიჭრებოდა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო კანონით უფრო მეტად დაცული", - აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 4-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო მზად არის რუსეთს დახმარება გაუწიოს Ту-154-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ძებნაში თუ რუსული მხარისგან ასეთი თხოვნა იქნება.
„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ დღეს სწრაფი გამყარება დაიწყო. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6500 ლარი შეადგინა (თბილისის დროით, 14:05 საათი), მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.7050-ით გაიხსნა. საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენიმე საათში 0.0575 პუნქტით გამყარდა.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ისრაელის შესახებ პარასკევს, 23 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელიც ისრაელისაგან მოითხოვს ახალშენების მშენებლობის შეჩერებას და რომელზეც, როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპი ვეტოს დადების ზეწოლას ახორციელებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.