შავ ზღვაში უზარმაზარი სამძებრო ოპერაციიდან - მას შემდეგ რაც კვირას, გამთენიისას, სოჭიდან აფრენილმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა და შავ ზღვაში ჩავარდა - მეორე დღეს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ იპოვეს. ამის შესახებ BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მე-3 ვადითაც გაიმარჯვებდა თეთრი სახლისათვის ბრძოლაში, კანონით უფლება რომ ჰქონოდა მონაწილეობა მიეღო 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ი.პ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული რ.ბ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სტამბულში თურქული ოპოზიციური გაზეთის კაფეტერიის ხელმძღვანელი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ იგი უარს იტყოდა მომსახურებოდა ფინჯანი ჩაით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე იმედოვნებს, რომ სოფელ მოხეში „ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ისურვებდა ორივე მხარე“. როგორც მან Guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მოხეში მიმდინარე მოვლენები დაკვირვების ქვეშ არის.
სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული და ბევრი სხვა დაჭრილი მას შემდეგ რაც კვირას „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ ალ-ბაბში თავდასხმა წამოიწყო, რათა ადამიანებისათვის ქალაქიდან თავის დაღწევაში ხელი შეეშალათ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ თურქეთის სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი რჩება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში კომერციული ობიექტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რომ 2016 წელს გეგმით გათვალისწინებული პროექტები 100%-ით განხორციელდა და ერთადერთი პროექტი, რომელიც დროულად ვერ შესრულდა ეს არის კანიონის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობა, რადგან სამუშაოები გვიან დაიწყო, რასაც თან უამინდობაც დაერთო და ყოველივე ეს პროექტის სათანადო ვადებში დასრულებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
ფილიპინებზე თავსდამტყდარი მძლავრი ტაიფუნი მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ მანილასკენ მიემართება. სამოქალაქო თავდაცვის ოფიციოზმა „უკიდურესი განგაში“ გამოაცხადა, რადგან შტორმი დედაქალაქს ორშაბათს, მოგვიანებით დაატყდება თავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.