სომალის დედაქალაქ მოგადიშუს ახლოს მდებარე პორტში მომხდარი უზარმაზარი აფეთქების შედეგად ათეულობით დამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბულის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "თურქული მხარე ამ ეტაპზე დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს".
თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულის შუაგულში, საფეხბურთო სტადიონის სიახლოვეს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად მოკლულია 29 და დაშავებულია 166 ადამიანი. ინფორმაციას BBC თურქეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სახელით, დღეს საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა უმასპინძლა.
შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რათა დახმარებოდა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში, განაცხადა ამერიკის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე სამინისტროში დაანონსებულ რეორგანიზაციასა და ახლადდანიშნული მინისტრის, ზურაბ ალავიძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გზების დეპარტამენტში რესტრუქტურიზაცია იგეგმება, თუმცა, დეპარტამენტის ხელმძღვანელს ამ ეტაპზე ცვლილება არ შეეხება.
თბილისი-გუდაური-ყაზბეგის საავტომობილო გზაზე ქალაქ დუშეთის გადასახვევიდან ჟინვალამდე და სოფელ მლეთის შესასვლელთან, კვირაზე მეტია, რაც სატვირთო ავტომანქანების, ე.წ. ტრაილერების კოლონაა გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს. როგორც Guardian.ge-ს მლეთასთან რამდენიმე მძღოლმა განუცხადა, ისინი სრულ გაურკვევლობაში არიან და არ იციან, როდის მიეცემათ გადაადგილების საშუალება.
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში შევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბულგარეთის სოფელ ჰიტრინოში სატვირთო მატარებელი, რომელსაც პროპანის გაზი გადაჰქონდა, ლიანდაგებიდან გადავიდა და აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, 20-ზე მეტი კი დამწვრობებისა და სხვა დაზიანებების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.