საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს კლოდ ბარტოლონეს შეხვდა.
რამდენიმე საათის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე. წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე საბოლოო შეთანხმების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, რაც არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა მოგილოცოთ ყველას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ გვჭირდება ეუთო-ს უფრო ფართო და გაძლიერებული ჩართულობა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის მთლიან პროცესში“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე.
პირველი ამერიკელი კოსმონავტი, ჯონ გლენი, რომელმაც 1962 წელს დედამიწას შემოურა, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის არმიამ აღმოსავლეთ ალეპოში საბრძოლო ოპერაციები შეაჩერა. ამის შესახებ BBC წერს. ეს ნაბიჯი საბრძოლო ზონაში მომწყვდეული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის საშუალების მიცემისთვის გადაიდგა. ლავროვმა თქვა, რომ 8 000-ზე მეტი მოქალაქე იქნება გამოყვანილი.
დიდი ბრიტანეთისთვის ტერორიზმის საფრთხის მასშტაბი „უპრეცედენტოა“, განაცხადა MI6 -ის ახალმა ხელმძღვანელმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის თავმჯდომარეს მანფრედ ვებერს, ევროკომისარს იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროპარლამენტის პრეიზდენტს, მარტინ შულცს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.