საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 180 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 150 სმ-ს, ხოლო დაბლობში 1 მეტრს მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარიზში „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალურ სამიტზე'' სიტყვით გამოვიდა და როგორც სამიტის თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა სამიტის მონაწილეებს მიმართა.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას მიესალმება.
სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ალეპოში მისი არმიის გამარჯვება „უზარმაზარი ნაბიჯი“ იქნება ქვეყანაში 5-წლიანი სამოქალაქო ომის დასასრულისაკენ. მაგრამ მან დაამატა, რომ ჩრდლოეთით მდებარე ქალაქში ამბოხებულთა ჯგუფების დამარცხება კონფლიქტს ვერ დაასრულებს. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ცნობით 60-ზე მეტი ადამიანია მოკლული საჰაერო დარტყმების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ერაყის ქალაქში, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროპის პარლამენტის წევრი კატი პირი აცხადებს, რომ ევროკავშირი შეჩერების მექანიზმის შემოღებაზე შეთანხმდა და საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზის ლიბერალიზაციისთვის კენჭისყრა მომავალ კვირას იქნება შესაძლებელი.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალ „თაიმის“ 2016 წლის ადამიანად დასახელდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.