"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთავის #67 საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების კონცენტრაცია შეინიშნება.
საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 47 საჩივარი შევიდა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისში, გორსა და რუსთავში თითქოს იგეგმება გარკვეული პროვოკაციები და თითქოს ხდება ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზაცია, რაც არის მტკნარი სიცრუე, - აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კრწანისის მე-7ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინათ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დაპირისპირების საფრთხე არსებობს. როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, გორში, ქუთაისში, რუსთავში საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით სპორტსმენები იკრიბებიან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია 14:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315 009 ამომრჩეველია, - განუცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, 10 ადამიანი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.