დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უსუფაშვილმა რამდენი წუთის წინათ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.
ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ საკუთარ ადგილებს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთელ საქართველოს, ყველა ჩვენგანს ბიძინა ივანიშვილმა გააწნა დოლარიანი სილა, - აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სააპელაციო სასამართლოს ეზოში გააკეთა.
ნიკა რურუა რა განცხადებებს გააკეთებს, ფაქტიურად კი არა წაგებული ადამიანია. არ მგონია, რომ ეს სერიოზული განხილვის საგანი იყოს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას განცხადებას "ქართული ოცნების' წევრი ნუკრი ქანთარია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას განცხადებას ეხმაურება.
პირველი ტურის ჩატარების შემდეგ ძალიან სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ყველა ის მეთოდი, რომლითაც ხელისუფლებამ გააყალბა და საკუთარ კანდიდატს მიუმატა ხმები, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დიახ, საქართველო-რუსეთის ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყება, თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის გაუქმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარებებს" შეაჩერებს (მოლაპარაკებების შედეგად კი, გააუქმებს!) და დახურავს თავის "საელჩოებს" სოხუმში და ცხინვალში!
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მეზობელ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
ჭიათურა არის 50 ოლქიდან ერთ -ერთი, სადაც ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ჭიათურას, ეს სჭირდება თითოეულ თქვენგანს,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.