ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალციხის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზესტაფონის #52 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის (31 ოქომბერი, 00:45 საათი) სულ არსებული 46 საარჩევნო უბნიდან, 46-ვე უბნის შედეგები დათვლილია.
ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, 50-ე საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა, ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე მაჟორიტარულ ოლქში 37.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 929 265 ამომრჩეველია.
საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნული განცხადება საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.
საქართველოში არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, აჰმედ იმამყულიევს ახალგაზრდების მობილიზება აქვს განზრახული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა.
ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 87 საჩივარი, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.