საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "კრწანისის" სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აქტიური პოლიტიკიდან მიდის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად და მხარდამჭერად რჩება.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, 26-27 ოქტომბერს გამართული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი წევრებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები მინისტერიალზე არ იყვნენ მიწვეული.
გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა კიდევ ერთხელ, პროკურატურაში დაიკითხება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქმე ჯერ წინასწარი გამოძიების ეტაპზეა.
ევროკავშირმა, 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე, საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმა - საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს მისი ძალისხმევის მხარდამჭერი, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა
მხოლოდ 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონზე მეტი ევრო მიიღო, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 30 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო, საჯარო მმართველობის რეფორმას მოხმარდება.
საქართველოში პირველად, 12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა. 12 მოსამართლეს შორის არიან ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, გერმანე დადეშქელიანი, ნინო შარაძე, ციცინო კიკვაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი, გოჩა ფუტკარაძე, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, მურთაზ მეშველიანი და ლევან მიქაბერიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.